შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აეროპორტის ინციდენტის გამო ევროპული საქართველოს წევრს, გიგი უგულავას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა, ხოლო საკრებულოს დეპუტატი გოკა გაბაშვილი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

ამასთანავე უწყებაში განმარტეს, რომ დაპირისპირებული მეორე მხრიდანაც ერთს ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა, მეორე კი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

ევროპული საქართველოს წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ორი უცნობი პირი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

ამავე თემაზე:

უგულავა: ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, უბრალოდ ისინი უფრო სპორტულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ