სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის შეფასებით, იურიდიული კომიტეტიდან მანდატურებმა ჟურნალისტთა გაყვანისას არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მისივე თქმით, ეს ფაქტი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლაა.

"სრულიად გაუგებარია, რა საჭირო იყო ასეთი ძალის გამოყენებით ჟურნალისტების ასე გაყვანა. ჟურნალისტების გაყვანა ასე არ ხდება. არც რამე მოწოდება არ ყოფილა, რომ ჟურნალისტები არ დამორჩილებოდნენ. გარკვეულ ჭიდაობას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ამგვარი ქმედება მისასალმებელი არ არის", — განაცხადა ბურჯანაძემ.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადოდ დასამტკიცებელი 14 მოსამართლის სიას რეკომენდაცია გაუწია. კომიტეტის სხდომის შესვენებისას მანდატურებმა ჟურნალისტები დარბაზიდან ძალის უხეში გამოყენებით გაიყვანეს.