უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ, დიდი ვარაუდით, პარლამენტში შესვენება ტერორისტული აქტის გამო გამოცხადდა. ასე შეაფასა მან სპეციფიური სუნი, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში იგრძნო.

როგორც უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი ამბობს, სუნის გამო, რომელიც გაურკვეველი სითხის დასხმით სხდომათა დარბაზში დადგა, შეუძლოდ გახდა.

დღეს, 12 დეკემბერს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეებისთვის უნდა ეყარათ კენჭი.