პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაყენებული სუნის გამო პასუხისმგებლობას #სირცხვილია იღებს. ამის შესახებ მოძრაობამ ფეისბუქზე დაწერა.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რასაც სპეციფიკური სუნი ჰქონდა. უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გაურკვეველი დროით შეწყვიტა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სითხე ოპოზიციის წევრებმა დაასხეს.