თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს
თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.
გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ უხარიათ საქართველოს ევროსაბჭოს თავმდჯომარეობა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ზეიმია ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ისინი კი არ არიან.
"მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხვდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა", — განმარტა გაფრინდაშვილის ცოლმა, თუმცა საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ისინი ზეიმის ჩაშლით იმუქრებიან. მისი აზრით, ამით იკვეთება, რომ გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი პროვოკატორები არიან.
კომენტარში ის წერს, რომ არ ესმის სხვას რას ითხოვს სახელმწიფოსგან უკანონოდ დატყვევებული ექიმის ოჯახი.
აღნიშნულ პოსტზე კომენტარი დატოვა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმაც, რომელსაც კუხიანიძე პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია "ოჯახის დაპირისპირება საყოველთაო ზეიმთან".
აღსანიშნია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კუხიანიძის ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტები ქვეყნდება. ის აგინებს და დამამცირებლად მოიხსენიებს ოპოზიციის ლიდერებსა და ჟურნალისტებსაც.
მაგალითად, დღევანდელ პოსტში ის აგინებს ოპონენტს ევროპული საქართველოდან, ლელა ქებურიას.
რამდენიმე დღის წინ მან შეურაცხმყოფელად მოიხსენია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც, რომელმაც აქციის დაშლისას პროტესტის მონაწილეებს ბიბლიოთეკაში თავის შეფარება შესთვაზა.
უფრო ადრე, თან არაერთხელ, საკერბულოს წევრის თავდასხმის ობიექტი ტელეკომპანია პირველის წამყვანი ვახო სანაიაც გახდა.
კუხიანიძის ფეისბუქგვერდზე სხვა ბევრი აგრესიული პოსტი იძებნება, რომლის ძირითადი ადრესატებიც პოლიტიკური ოპონენტები არიან. ფეისბუქი რომ მას ეკუთვნის მოწმობს ფოტო, რომელიც ქართული ოცნების თავმდჯომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად 7 წლის წინ აქვს გამოქვეყნებული.
ვაჟა გაფრინდაშვილის ერთთვიანი უკანონო პატიმრობა
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი ცხინვალის რეგიონში დღეს გაიმართა პატიმრობაში დატოვეს. გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ ექიმი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.
ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.
ექიმის ოჯახი მოითხოვს უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, რომელშიც თავად და ოჯახის მეგობრებიც შევლენ. გარდა ამისა, მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს, რომ მან უწყებების კოორდინაცია შეძლოს.
მათ კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია დაანონსეს, რომლის მიზანიც გაფრინდაშვილის მხარდაჭერაა.
-
გადახედვაუჩვეულო ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 27 მილიარდი წლისაა და მასში ბნელი მატერია არაა უჩვეულო ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 27 მილიარდი წლისაა და მასში ბნელი მატერია არაა
-
-
გადახედვა"ვეტინგი ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას" — რატი იონათამიშვილი "ვეტინგი ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას" — რატი იონათამიშვილი
-
გადახედვა"ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა" — TI-ის კვლევა "ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა" — TI-ის კვლევა
-
-
გადახედვაშესაძლოა, iPhone-ებს მალე Google-ის AI-ზე მომუშავე ფუნქციები დაემატოს შესაძლოა, iPhone-ებს მალე Google-ის AI-ზე მომუშავე ფუნქციები დაემატოს
-
გადახედვაTbilisi Open Air 2024-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2024-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
-
გადახედვაბოკუჩავა: პირადად პრემიერთან გვაქვს კითხვა — რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ბოკუჩავა: პირადად პრემიერთან გვაქვს კითხვა — რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს
-
-
გადახედვა"ეს თემა დახურულია ჩვენთვის" – კობახიძე ვეტინგის შესახებ "ეს თემა დახურულია ჩვენთვის" – კობახიძე ვეტინგის შესახებ
-
-
გადახედვაპინოქიო, მძინარე მზეთუნახავი და ბემბი საშინელებათა ფილმის გმირებად იქცევიან პინოქიო, მძინარე მზეთუნახავი და ბემბი საშინელებათა ფილმის გმირებად იქცევიან
-
-
გადახედვაშესაძლოა, მარსზე წყალს იმაზე მცირე ხანს ეარსება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით შესაძლოა, მარსზე წყალს იმაზე მცირე ხანს ეარსება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით
-
გადახედვაკობახიძის თქმით, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლებისთვის 35-მილიონიან დაფინანსებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს კობახიძის თქმით, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლებისთვის 35-მილიონიან დაფინანსებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს
-
-
გადახედვაპრეზიდენტი: ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ პრეზიდენტი: ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ
-
გადახედვაგზამკვლევი — როგორ შეგიძლია მიიღო იურიდიული დახმარება, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს გზამკვლევი — როგორ შეგიძლია მიიღო იურიდიული დახმარება, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს
-
გადახედვაგამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს
-
გადახედვაროცა შიმშილი გვემუქრება — რა კავშირია კლიმატის კრიზისსა და სურსათის შემცირებას შორის როცა შიმშილი გვემუქრება — რა კავშირია კლიმატის კრიზისსა და სურსათის შემცირებას შორის
-
გადახედვადიუნის კლიმატი — რამდენად შესაძლებელია არაკისის მსგავს პლანეტაზე სიცოცხლე დიუნის კლიმატი — რამდენად შესაძლებელია არაკისის მსგავს პლანეტაზე სიცოცხლე
კომენტარები