თბილისში რამდენიმე საათში ქართული ოცნების ზეიმი დაიწყება. პარტიამ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, საჯარო მოხელეები და მოქალაქეები ჩამოიყვანა.

მმართველი პარტიის დაანონსებული ზეიმის გამო მოძრაობა 20-ზე მეტ ქუჩაზე და რამდენიმე მოედანზე მოძრაობა გადაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიული ზეიმისთვის გზების გადაკეტისთვის შესახებ ვიდეორგოლიც მოამზადა.

14 დეკემბრის 11:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება:

  • რესპუბლიკის მოედანზე — პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით;
  • რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე;
  • თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე (ბარათაშვილის ხიდამდე), ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე: გიორგი ლეონიძის, შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე. ისნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი სვლას გააგრძელებს ორივე სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსის გავლით;
  • ევროპის მოედანზე — დაიკეტება მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანზე გამავალი ყველა ქუჩა, მათ შორის მეტეხის ქუჩა, ღვინის აღმართი და დუტუ მეგრელის ქუჩა;
  • ორბელიანის მოედანსა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ელბაქიძის დაღმართამდე;
  • მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე.