ხვალ, 16 დეკემბერს, 12 საათზე თბილისის საკრებულოსთან დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით აქცია გაიმართება. სამოქალაქო მოძრაობამ აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა.

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.