თბილისის საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ. აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა.

აქციის მონაწილეები საკრებულოსთან ამბობენ, რომ დასუფთავების სამსახურიდან არიან და ნაგავი უნდა გაიტანონ.

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

"არ შეიძლება თბილისის საკრებულოში იყოს მოსიარულე ნაგავი. იმის ნაცვლად, რომ მხარში ვედგეთ ვაჟა გაფრინდაშვილს, ამის ნაცვლად ეს ნაგავი დგას და პროვოკატორს ეძახის ამ ოჯახს", — თქვა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.