ტომ კრუზს თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი გმირი შეუქმნია და მათ შორის ერთ-ერთი 1986 წელს გადაღებულ ფილმ Top Gun-ში შესრულებული პიტ მიჩელის როლია.

24 წლის შემდეგ რეჟისორმა ჯოზეფ კოსინკიმ გადაწყვიტა, რომ ფილმის სიქველი გადაეღო და მთავარი როლი კვლავ ტომ კრუზს შეესრულებინა.

სულ ცოტა ხნის წინ გამოსულ ახალ ტრეილერში ვხედავთ, რომ 57 წლის მსახიობი კვლავ იდეალურ ფორმაშია.

პირველი ფილმის მსგავსად, როგორც ჩანს, წინ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო სანახაობა გველის: ახალგაზრდა პილოტებს ინსტრუქტორად უკვე გამოცდილი ექსპერტი, ტომ კრუზის პერსონაჟი ევლინება.

სიუჟეტის დეტალებზე მეტად, ალბათ, ყველაზე დიდ დაინტერესებას მაყურებელში ის ფაქტი იწვევს, თუ როგორ ახერხებს მსახიობი, რომ 24 წლის შემდეგაც კი შესანიშნავად გამოიყურება.

ფოტო: Paramount Pictures

ფილმის პრემიერა 2020 წლის 26 ივნისს შედგება.