ბათუმში, ჭავჭავაშის გამზირზე, პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა, დღეს, 18 დეკემბერს საღამოს მოხდა. როგორც On.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაჭრილი პოლიციელი არ დახვედრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.