ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის საუდის არაბეთში 5 კაცს სიკვდილით დასჯიან
საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის ხუთ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ხოლო სამს პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხაშოგი საუდის არაბეთის მთავრობისა და პრინცის მიმართ კრიტიკულ სტატიებს წერდა ვაშინგტონ პოსტისთვის. ამერიკის დაზვერვის სამსახურები ამბობდნენ, რომ მკვლელობის შემკვეთი საუდის არაბეთის პრინცი იყო.
მოჰამედ ბილ სალმანი ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებდა მომხდარზე, როგორც არაბეთის ლიდერი, "განსაკუთრებით იმის გამო, რომ მკვლელობაში საუდის არაბეთის მთავრობის დაქირავებული პირები მონაწილეობდნენ".
საუდის არაბეთის პროკურატურის განცხადებით, ხაშოგის მკვლელობა წინასწარდაგეგმილი "თაღლითური ოპერაციის" ნაწილი იყო. სასამართლოს წინაშე ჯამში 11 ადამიანი წარდგა. დახურულ პროცესს გამოეხმაურა Human Rights Watch და განაცხადა, რომ ის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით წარიმართა.
როგორ მოკლეს ხაშოგი
ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. გასული წლის 2 ოქტომბერს ის თურქეთში, საკუთარი ქვეყნის საკონსულოში შევიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით, რამდენიმე ვერსიის შეცვლის შემდეგ, საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ის საელჩოში მოკლეს. ადგილზე არსებული ხმოვანი ჩანაწერის მიხედვით, ხაშოგი სასტიკად მოკლეს.
59 წლის ჟურნალისტი საკონსულოში საბუთების მისაღებად მივიდა, რომ თავის საცოლეზე დაქორწინებულიყო. საუდის არაბეთის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, მკვლელობის შემსრულებლებმა ბრძანების მიღების შემდეგ ის დააკავეს და დიდი დოზით ნარკოტიკი გაუკეთეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მკვლელობა საკონსულოში მოხდა. სიკვდილის შემდეგ მისი სხეული დაანაწევრეს და შენობის გარეთ სხვადასხვა ადამიანებთან გადაანაწილეს. სხეულის ნაწილები არასდროს უპოვიათ.
გამოძიების პარალელურად, საუდის არაბეთში ჯამში 18 ადამიანი დააპატიმრეს, მათგან ხუთი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელია. მათ შორის არიან დაზვერვის უფროსის მოადგილე და პრინცის უფროსი თანაშემწე.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები