დღეს, 3 იანვარს პარლამენტის წინ მიმდინარე სოლიდარპბის აქციაზე ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. პოლიციასა და "შეცვალეს" აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი პარლამენტის წინ გაშლილ საბავშვო ატრაქციონებთან აქციის გამართვა დაიწყეს.

ისინი აპროტესტებდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის კარვების ნაცვლად პარლამენტთან გასართობი სივრცის მოწყობას. აქტივისტებს სურდათ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულთა ფოტოები და ბანერები ატრაქციენობზე დაეწყოთ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველემა მათ ატრაქციონებთან მიახლოების შესაძლებლობაც არ მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ლაშა ჩხარტიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.