საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი პირი შეწიყალა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ედება ბრალი. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება ვერ გაიგებდა "ასეთი მძიმე დანაშაულისთვის" ბრალდებულის შეწყალებას.