ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ვერც ერთი მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ირანის სასწრაფო დახმარების სერვისების ხელმძღვანელმა, ფირჰოსეინ კულივანდმა აღნიშნა, რომ ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მაშველებმა მგზავრების გადარჩენა ვერ შეძლეს.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ბოინგ 737, რომელშიც მინიმუმ 170 ადამიანი იმყოფებოდა, თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავი კიევისკენ მიემართებოდა.

ადგილზე მაშინვე გააგზავნეს სასწრაფო დახმარების 22 მანქანა, ოთხი ავტობუსი და ვერტმფრენი.

ბოინგის განცხადებით, ავიაკომპანია კატასტროფის შესახებ ინფორმირებულია და სიტუაციას სწავლობს.