ნატო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში — ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში.
"ამერიკა ძლიერია, ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერი. ჩვენ არ გვსურს ამის გამოყენება. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ათობით ათასი აისისელი მოვკალით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამის მსგავსი მოვლენების წინააღმდეგ", — თქვა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა დღევანდელ გამოსვლაში თქვა, რომ ამერიკა ირანს ახალ მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ტრამპმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 1979 წლიდან ვხედავთ ირანის დესტაბილიზაციურ ქმედებებს, მაგრამ ეს დღეები დასრულებულია. "სანამ პრეზიდენტი ვარ, არ დავუშვებ ირანი ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო იყოს". მისი თქმით, გენერალი ყასამ სულეიმანის ლიკვიდაციით მათ ტერორისტებს ძლიერი მესიჯი გაუგზავნეს.
8 იანვარს დილით ირანმა ერაყში არსებულ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება.
განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული, შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს. გარდა ამისა, გუშაგთა კორპუსმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობას რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვონ. ირანული სახელისუფლებო მედიის თქმით, ოპერაციას "მოწამე სოლეიმანი" უწოდეს.
ტრამპმა პირველ კომენტარი აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეია. აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ერაყის ბაზაზე მყოფ სამხედრო პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ირანის სარაკეტო შეტევებს გარიდებოდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცებმა ბუნკერებისთვის თავის შეფარება დროულად შეძლეს.
აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა ერაყში 2003 წელს, სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციის შემდეგ განლაგდა, შემდეგ კი ერაყში და სირიაში სამხედრო ოპერაციების დროს იყო გამოყენებული. ამ ბაზაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების 1 500 ჯარისკაცი იმყოფება.
აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ერაყის, ირანის, სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის თავზე სამოქალაქო ფრენები შეზღუდა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები