სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს ემუქრებოდა ბრალი წარუდგინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე თავის ყოფილ ქმარს, რომელიც სასულიერო პირია, ძალადობაში ადანაშაულებს, ხოლო სამართალდამცავებს — უმოქმედობაში. არაერთ ფეისბუქლაივში ქალი ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ყოფილ ქმარს კი მისი ყოფილი მამამთილი, ასევე, სასულიერო პირი აფარებს ხელს.

როგორც ნინო გორგოშიძე აცხადებდა, ქმრის წინააღმდეგ 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, თუმცა მუქარა არ შემწყდარა. ქალი ყვებოდა, რომ მისი ყოფილი ქმარი "ბეისბოლის ბიტით ტვინის გასმით" და ჭრილობების მიყენებით ემუქრება.