ყოფილი ცოლის მიმართ მუქარის საქმეზე სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ლაშა ჩიქოვანისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.

ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე თავის ყოფილ ქმარს, რომელიც სასულიერო პირია, ძალადობაში ადანაშაულებს, ხოლო სამართალდამცავებს — უმოქმედობაში. არაერთ ფეისბუქლაივში ქალი ამბობს, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ყოფილ ქმარს კი მისი ყოფილი მამამთილი, ასევე, სასულიერო პირი აფარებს ხელს.

როგორც ნინო გორგოშიძე აცხადებდა, ქმრის წინააღმდეგ 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, თუმცა მუქარა არ შემწყდარა. ქალი ყვებოდა, რომ მისი ყოფილი ქმარი "ბეისბოლის ბიტით ტვინის გასმით" და ჭრილობების მიყენებით ემუქრება.