შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს პირი, რომელმაც მანამდე ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. ამის შესახებ On.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც რუსთავი 2 წერს, შემთხვევა დღეს, 14 იანვარს ბაკურიანში მოხდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, თუმცა დეპუტატის მიმართ მუქარის გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, რა მიიჩნია დეპუტატმა მუქარად და კონკრეტულად რა შინაარსის ნათქვამის გამო დაიწყო გამოძიება.