სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს ინფორმაცია დაუდასტურეს. მათივე ცნობით, შემთხვევა დღეს, 18 იანვარს მოხდა და მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" პუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.