ღირსშესანიშნაობების, ადგილობრივი სამზარეულოს თუ გამორჩეული ხედების ფირზე აღბეჭდვა მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია.

თუმცა, სურათების გადაღება ადვილი საქმე სულაც არაა — იდეალური ფოტოსთვის სწორი კუთხე, კარგი განათება და სხვა მრავალი დეტალი უნდა შეარჩიოთ. სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ უამინდობა ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევა საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

ქვემოთ გთავაზობთ 15 წარუმატებელ ფოტოს, მათ გვერდით კი იხილავთ ამ ადგილების ისეთ გამოსახულებას, როგორიც ტურისტებს სურდათ, რომ გადაეღოთ.

1. როგორც იქნა, ამ ახალგაზრდამ ოქროს კარიბჭე "ნახა"

ფოტო: imgur.com

ფოტო: Joseph Barrientos / Unsplash

2. დილის სამ საათზე გაიღვიძეს და სალაშქროდ წავიდნენ მაჩუ-პიქჩუზე, მზის ამოსვლის კადრები რომ გადაეღოთ, თუმცა...

ფოტო: ranzprinzessin

ფოტო: Nad Hemnani / Unpslash

3. ამ ტურისტმა ათასობით კილომეტრი მარტო იმიტომ გაიარა, რომ ბიგ-ბენის რეკონსტრუციისთვის შეევლო თვალი

ფოტო: yestoprivacy

ფოტო: Clever Visuals / Unsplash

4. 9-საათიანი აღმართის შემდეგ, როგორც იქნა, რაშმორის მთას მიაღწიეს. კარგი გამოგონებაა სელფის ჯოხი, არა?

ფოტო: ZimbleGoat

ფოტო: Stephen Walker / Unsplash

5. როგორც იქნა, ოცნება აიხდინა და დიდ კედელს ესტუმრა, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ფოტო გადაეღო

ფოტო: zgroh96

ფოტო: Bruce Röttgers / Unsplash

6. ამ ტურისტმა 21 საათი გზაში იმისთვის გაატარა, რომ რაინიერის მთა პირადად ენახა

ფოტო: allybearound

7. მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა ფულს, რომ ფუჯის მთა ენახა. მისი საუკეთესო ფოტო კი ასეთი გამოვიდა

ფოტო: Japan Wireless

8. რა ლამაზია დიდი კანიონი, არა?

ფოტო: kimuljhame

ფოტო: Sonaal Bangera / Unsplash

9. ევერესტის ხედი ნეპალიდან

ფოტო: ankitkrofficial

ფოტო: Benjamin Grant / Unsplash

10. ლონდონის ეროვნულ მუზეუმში გადაფრინდა, რომ ვან გოგის მზესუმზირები უფასოდ ენახა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ნახატი მეორე მუზეუმს "ათხოვეს", სადაც შესვლა 25 ევრო ღირდა

ფოტო: Report

ფოტო: Jean Carlo Emer / Unsplash

11. 8-საათიანი ფრენა, 5-კვირიანი ლოდინი, ავტობუსით 1-საათიანი გზა და ეს ყველაფერი მხოლოდ მოჰერის კლდის გადასაღებად. თუმცა, ნისლს თავისი გეგმები ქონდა

ფოტო: The_Greatest_Mate

ფოტო: Vincent Guth / Unsplash

12. 3-კვირიანი გზა მანასლუს მთის სანახავად, მაგრამ მთამ სრულად გამოჩენა არ ისურვა

ფოტო: snekfarm

ფოტო: Sanjeev Shakya / Unsplash

13. სხვა კონტინენტზე გადაფრინდა მყინვარ Glacier 3000-ის სანახავად. ვერ ვიტყვით, რომ შედეგი ამად ღირდა

ფოტო: aneminemfan

ფოტო: Viator

14. როცა უცნობი ადამიანი ასეთ ფოტოს გადაგიღებს და წავა

ფოტო: ais4aron

ფოტო: Stephen Walker / Unsplash

15. კრატერის ტბა ასეთი ლამაზი ჯერ არასდროს ყოფილა

ფოტო: reddit.com

ფოტო: Vlad Shapochnikov / Unsplash

დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.