გრიგოლ ვაშაძეს მიაჩნია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ენმ-ს დამსახურებაა
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას საკუთარი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს. ამის შესახებ ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
როგორც ვაშაძე ამბობს, ახალგაზრდების პროტესტი "შესანიშნავია". თუმცა, პროპორციული არჩევნების იდეა ნაციონალური მოძრაობიდან მოდის და ამის "დოკუმენტალური მტკიცებულებაც" არსებობს.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პროპორციული არჩევნების დაპირება. დიდი ბოდიში მომიხდია, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. გავსებული იქნება რუსთავი 2-ის არქივი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ დავიწყეთ კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია", — განაცხადა ვაშაძემ.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ ხელისუფლებას მას შემდეგ წამოუყენა, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა.
პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ შეიქმნა პლატფორმა — ყველა მინუს ერთი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო სისტემის საკითხს განიხილავენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები