პროპორციულ სისტემაზე ვაშაძის განცხადების გამო გირჩი მასთან ნებისმიერ ფორმატში ურთიერთობას წყვეტს
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების გამო მასთან ნებისმიერ ფორმატში ურთიერთობას წყვეტენ. მისი თქმით, გააგრძელებენ ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს საარჩევნო სისტემის საკითხებზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაშაძე არ იქნება წარმომადგენელი.
"ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებში, სადაც ეს ადამიანი იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. კიევიდან როგორ ჩანს არ ვიცი, მაგრამ აქ ყ*ე არავინ არ არის", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას საკუთარი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს. ამის შესახებ ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ახალგაზრდების პროტესტი "შესანიშნავია". თუმცა, პროპორციული არჩევნების იდეა ნაციონალური მოძრაობიდან მოდის და ამის "დოკუმენტალური მტკიცებულებაც" არსებობს.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პროპორციული არჩევნების დაპირება. დიდი ბოდიში მომიხდია, მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. გავსებული იქნება რუსთავი 2-ის არქივი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ დავიწყეთ კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია", — განაცხადა ვაშაძემ.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ ხელისუფლებას მას შემდეგ წამოუყენა, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა.
პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ შეიქმნა პლატფორმა — ყველა მინუს ერთი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო სისტემის საკითხს განიხილავენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები