მოძრაობა თავისუფლების ინსტიტუტმა ბიძინა ივანიშვილის დისერტაციასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა. ისინი მოითხოვენ, რომ უწყებამ შეამოწმოს დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას მას "შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი".

"დისერტაციას არ აქვს სქოლიო, ციტირების წესი არ არის დაცული. არ არის მითითება სხვა სამეცნიერო წიგნებთან თუ სტატიებთან. არ არის დამოწმება წყაროების. გარდა ამისა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დისერტაცია შეიცავს პლაგიატს", — განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა.

2006 წელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს განათლების სამინისტროს სწავლულ ექსპერტთა საბჭომ ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სულიერების აღორძინებაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

ამ თემაზე ხვალ, 24 იანვარს, 11 საათზე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთანპრესკონფერენცია გაიმართება.