ემინემმა თავის თავს აჯობა, როცა ახალ სიმღერაში, Godzilla, სულ რაღაც 30 წამში 229 სიტყვა წარმოთქვა. ეს წამში 7,6 სიტყვას ნიშნავს. წინა რეკორდები მას ნიკი მინაჟთან ჩაწერილ Majesty-ში და 2013 წლის ჰიტში, Rap God ჰქონდა.

Music to be Murdered by (მუსიკა, რომელიც მოგკლავს) — ასე ჰქვია მარშალ მეზერსის მე-11 სტუდიურ ალბომს, რომელიც მუსიკოსმა 17 იანვარს წინასწარი გაფრთხილებებისა და შემზადებების გარეშე გამოუშვა.

Godzila-ში რეპერი ერთ წამში 11,3 მარცვალს ამბობს, Rap God-ში კი 9,6 მარცვალს ამბობდა.

Music to be Murdered by გამოშვების დღესვე გახდა საკამათო, მასში შესული სიმღერის, Unaccommodating-ის ტექსტის გამო, რომელშიც ემინემი არიანა გრანდეს კონცერტზე 2017 წლის ტერორისტულ აქტს იხსენებს. თვითმკვლელმა ტერორისტმა მანჩესტერში გამართულ კონცერტზე 22 ადამიანი იმსხვერპლა.