პატრიოტთა ალიანსმა საქართველოში NDI-სა და IRI-ს საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა. აქციაზე ჟღერდა როგორც ანტიდასავლური, ასევე ანტიამერიკული მესიჯები. როგორც პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილმა თქვა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა "ლორა თორტონისა და კრამერის საცდელი ლაბორატორია" და არავის წინაშე ამ "ღირსებას დათმობას" არ აპირებენ.

ირმა ინაშვილი ამ.ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებით უკმაყოფილოა მოითხოვს, რომ კვლევების "გაყალებებისა" და "კორუფციის" გამო გამოძიება დაიწყოს.

"მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. ვითხოვთ, აიკრძალოს NDI-ს და IRI-ს საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე, რომ ერთად დავიცვათ საქართველო", — განაცხადა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ქვეყნის ნეიტრალიტეტის მოთხოვნა დააყენა და ნეიტრალიტეტის შესახებ მის მიერ ჩატარებული კვლევა დაიმოწმა. როგორ თარხან-მოურავი ამბობს, მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 77% სამხედრო მიუმხრობლობას უჭერს მხარს.

ინაშვილი ამტკიცებს, რომ ამ ორგანიზაციების ქართული ოფისები კვლევებსა და გამოკითხვებს აყალბებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობისადმი მათი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო ხდება".

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, პატრიოტთა ალიანსს გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიას ამომრჩეველთა 3% მისცემს ხმა