გერმანიაში, ბავარიაში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა, დოიჩე ველე ავრცელებს. გამოცემა ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსის მატარებელი ადამიანი ექიმების დაკვირვების ქვეშ იზოლირებულ პალატაშია იმყოფება და ინფექციის გავრეცელების რისკი დაბალია.

ჩინეთში კორონავირუსით უკვე 106 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 4,500-ს აჭარბებს. ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა.

კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის:სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთშ, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ გლობალური განგაშის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.

გაიგეთ მეტი: