შეიძლება მოგვიწიოს, ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ — საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სენატორები მთავრობას
ახალ კრიტიკულ წერილში, რომელიც ამჯერად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა გამოუგზავნეს მთავრობას, ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აქამდე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კრიტიკული წერილების მიუხედავად, სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.
მიზეზად სენატორები ბოლოდროინდელ მოვლენებს ასახელებენ, რომლებმაც მათი თქმით, კითხვები გააჩინა საერთო ღირებულებების არსებობაზე.
"ჩვენ წლებია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ჯერ ისევ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული საფუძველი. თუმცა, ეს მოვლენები ჩვენ გვაჩერებს და გვიჩენს კითხვებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე", — აცხადებენ ისინი.
სენატორების თქმით, მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის, რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობამ და შიდა დაპირისპირებამ, შესაძლოა, კარი გაუღოს რუსეთს და ის უფრო მეტად ჩაერიოს ქვეყნის ცხოვრებაში.
"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ", — წერენ ისინი.
გარდა ამისა, წერილში, სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირებისა და უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნისა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. განსაკუთრებით შეშფოთებას კი ისინი სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე გამოთქვამენ და მიაჩნიათ, რომ "პოლიტიკური მოკავშირების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა, ძირს უთხრის დემოკრატიიის პრინციპებს".
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშისა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერის, ჯინ შაჰინის წერილი საქართველოს მთავრობისადმი დღეს, 30 იანვარს გამოქვეყნდა. ეს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი პირველი წერილია. აქამდე კრიტიკულ წერილებს მთავრობა ძირითადად კონგრესიდან იღებდა.
კრიტიკის პასუხად ქართული ოცნების წევრები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და პარტნიორობას არაფერი ემუქრება. გარდა ამისა, ისმოდა განცხადებები კონგრესმენების მიკერძებულობაზე და მათ ტონით დაუწუნეს. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ საგულისხმო მათთვის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის და საელჩოს ოფიციალური განცხადებებია.
გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:
- აშშ-ს სენატის წევრები საქართველოს მთავრობას გამაფრთხილებელი წერილით მიმართავენ
- პოლიტიკური მოკავშირეების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს — სენატორები
გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე:
- საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა საჩუქარია პუტინისთვის — კონგრესმენი
- გაოგნებულები ვართ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო — კონგრესმენები გახარიასთვის მიწერილ წერილში
- საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით — ამერიკელი კონგრესმენი გახარიას
- პოლიტიკური დევნა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენცია — აშშ-ს ოთხი კონგრესმენის წერილი გახარიას
- არჩევნები, ანაკლიის პორტი, FB-ს გაუქმებული ანგარიშები — რა საკითხებზე მიწერეს კონგრესმენებმა გახარიას
- პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნა, უზენაესი სასამართლო — ჰელსინკის სენატორის წერილი
- საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს — კონგრესმენი პიტ ოლსონი
- ბიძინა ივანიშვილი პუტინის მარიონეტია — კონგრესმენი პიტ ოლსონი
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები