როგორც არ უნდა დაწეროთ დღევანდელი თარიღი, მაინც პალინდრომია: ანუ წინიდან და უკნიდან ერთნაირად იკითხება.

  • თვე, რიცხვი, წელი: 02/02/2020
  • რიცხვი, თვე, წელი: 02/02/2020
  • წელი, თვე, რიცხვი: 2020/02/02

2020 წლის 2 თებერვალი პირველი პალინდრომული დღეა 909 წლის განმავლობაში 11/11/1111-ის შემდეგ. მომდევნოს კი 101 წელიწადში ვიხილავთ - 12/12/2121/

თუ ეს არაა საკმარისი ამ თარიღის მშვენიერების დასაფასებლად, გეტყვით, რომ 2 თებერვალი 2020 წლის 33-ე დღეა, წინ კი კიდევ 333 დღეა.