თბილისის მერიამ ISUZU-ს მარკის 40 ახალი ე.წ. მწვანე ავტობუსი ჩამოიყვანა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში უკვე 220 ერთეული ე.წ. მწვანე ავტობუსი იმოძრავებს და ამით 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის ეტაპი დასრულდა.

მისივე თქმით, შემდეგი იქნება მაისი-ივნისი-ივლისში 12-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, ხოლო ბოლო ეტაპია 18-მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანა. მერია 179 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გეგმავს.

"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, უნდა იყოს ყველაზე კომფორტული. პარალელურად, ჩვენ ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რომ ის ქუჩები სადაც შევდივართ რეაბილიტაციისთვის, ყველგან გათვალისწინებული იყო სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის", — განაცხადა კალაძემ.