სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსების მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებს და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მონიტორინგი 2017 და 2018 წლების პერიოდს მოიცავს და აღნიშნულია, რომ უმრავლეს შემთხვევაში დარღვეულია მძღოლების ზეგანაკვეთურად მუშაობის ზედა ზღვარიც (48სთ).

უწყების ინფორმაციით, 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1 398-დან 1 379- მა მძღოლმა (99%), ხოლო 2018 წელს 1 438-დან 1 420-მა მძღოლმა (99%). დასკვნიდან ირკვევა, რომ კომპანია მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს.

გარდა ამისა, ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა კომპანიისთვის უცხო არაა. 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6 499 დასაქმებულიდან აუნაზღაურდა 3 349-ს, ხოლო 2018 წელს – 6 649 დასაქმებულიდან − 3 446 პირს.

კომპანიაში ადასტურებენ, რომ მძღოლებს ზეგანაკვეთურად ამუშავებენ და აუდიტის დასკვნის შემდეგ ამ საკითხის გადაჭრაზე ფიქრი დაიწყეს.