გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება
15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა და ის უცვლელად დატოვა.
მარინა ჩოლოიანის წინასასამართლო სხდომა მოსამართლემ დახურა. შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. მათი არგუმენტი იყო ის, რომ საქმეშია არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაცია, რომელთა გაჟღერებით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მათ.
დღევანდელ სხდომას ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, სხდომა გაგრძელდეს ბრალდებულის გარეშე.
15 წლის ლუკას საქმე
15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მწვანე სკოლამ მიმართა, რომლის ტერიტორიაზეც გვიან ღამით არასრულწლოვანმა სხვადასხვა წარწერები დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 15 წლის ლუკა სირაძემ გააკეთა, რომელიც მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
საიას ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
მარიანა ჩოლოიანის საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განსახილველად საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.
ვინ არის მარიანა ჩოლოიანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.
ორგანიზაციის განცხადებით, გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც საიაში ამბობენ, დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძეზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩოლოიანმა სასამართლოში ძალადობა უარყო. ამავე დროს, კი 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია.
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
კომენტარები