ნახეთ უეს ანდერსონის ახალი ფილმის, The French Dispatch-ის ტრეილერი
2020 წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის მეათე ფილმი ერთ-ერთია, რომელსაც კინომანები განსაკუთრებულად ელოდებიან.
The French Dispatch — ასე ჰქვია მის ახალ ფილმს, რომელიც მეოცე საუკუნეში, საფრანგეთის ერთ-ერთ გამოგონილ ქალაქში ვითარდება და ამერიკული გაზეთის ჟურნალისტის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა:
რეჟისორმა ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი 2014 წელს გადაიღო — The Grand Budapest Hotel, რომელმაც ოსკარის ცხრა ნომინაცია დაიმსახურა. 2018 წელს კი ანიმაციური ფილმი Isle of Dogs შექმნა.
ახალი ფილმის სამსახიობო გუნდი ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი მსახიობებისგან შედგება, რომელთა ნაწილი მანამდე რეჟისორის ადრინდელ ფილმებშიც გვინახავს: ფრენსის მაკდორმანდი, ბილ მიურეი, ტიმოთი შალამე, ტილდა სუინტონი, სირშა რონანი, კრისტოფ ვალცი, ედრიენ ბროდი, ელიზაბეტ მოსი, ჯეფრი ვრაიტი, უილემ დეფო, ოუენ უილსონი, ლეა სედუ და ბენისიო დელ ტორო.
ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ფილმის სიუჟეტი სხვადასხვა ადგილსა და დროში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. რაც შეეხება გადაღების სტილს, რეჟისორი ამჯერადაც მისთვის დამახასიათებელი ესთეტიკითა და იდეალური სიმეტრიით გააცოცხლებს ერთდროულად სევდიან, კომიკურ და აბსურდულ ისტორიებს ეკრანებზე.
ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, კანის 73-ე კინოფესტივალზე შედგება. კინოთეატრებში მის ხილვას კი 24 ივლისიდან შევძლებთ.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
კომენტარები