Stranger Things-ის მესამე სეზონის დასასრულმა მაყურებელი გულგატეხილი და სევდიანი დატოვა, რადგან შოუს ფინალში შერიფი ჯიმ ჰოპერი (დევიდ ჰარბორი) ლაბორატორიის აფეთქებისას დაიღუპა. იმის მიუხედავად, რომ დაკვირვებულ მაყურებელს არ გამოპარვია ფინალის ბოლო სცენის დეტალი, როდესაც რუსები ამბობენ, რომ ამერიკელი ჰყავთ დატყვევებული, იმედგაცრუება არ განელებულა.

მეოთხე სეზონის პირველი ტრეილერი უამრავი ფანის მოლოდინსა და ნატვრას საბოლოოდ სცემს პასუხს:

სიყვარულით რუსეთიდან — ასე ასათაურებს ნეტფლიქსი უცნაური ამბების ახალ ტრეილერს. როგორც მასში ვხედავთ, თოვლიან ადგილას რკინიგზა გაჰყავთ და დატყვევებულ ადამიანებს ადგილზე იძულებით ამუშავებენ.

სერიალის მეოთხე სეზონის პრემიერის ზუსტ თარიღს ნეტფლიქსი ჯერჯერობით სიურპრიზად გვინახავს, თუმცა ახალ სერიებს აუცილებლად ვიხილავთ წლის ბოლომდე.

...და როგორც უკვე იცით, ჩვენი საყვარელი გმირები ჰოუკინსში აღარ არიან.

მანამდე არც ჩვენ ვიცით, როგორ მოვიცადოთ — თუმცა, ფანებს ნამდვილად აღარ მოუწევთ თავი იმაზე იმტვრიონ, ცოცხალია თუ არა ილევენის მამობილი...

რადგან...

...ჰოპერი დაბრუნდა! ვიმეორებთ: ჰოპერი დაბრუნდა!

ფოტო: Netflix