თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დგება.