გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის უწყება სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.