20/30-იანელების სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის თეატრის წინ "ვარსკლავი გაუხსნეს". ამ ფორმით მათ ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცეს.

"ვარსკვლავს" ივანიშვილის სახელი-გვარი და მისი ხელისუფლებაში მოსვლის თარიღი აწერია, რომელიც უსასრულობის ნიშნით გრძელდება. გარდა ამისა, წერია 20/30-იანელების სლოგანი: "ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა".

ეს ერთადერთი საჩუქარი არ არის, რომელიც ივანიშვილმა აქტივისტებისგან მიიღო, მის ბიზნეს ცენტრად საჩუქრად "სინდისიც" მიიტანეს. აქტივისტების თქმით, ეს არის ის, რისი ყიდვაც ბიძინა ივანიშვილმა ამ დრომდე ვერ მოახერხა.