GR Music — მოუსმინე ჩვენი ისტორიის ექოს ელექტრონული მუსიკის თანხლებით
ელექტრონულ მუსიკაზე საუბრისას ხშირად ჩაბნელებული, დახურული, მკაცრად დაცული კლუბები გვახსენდება და თითქმის შეუძლებელია ის ისტორიულ ძეგლებთან ჰარმონიაში წარმოვიდგინოთ. კულტურაზე, ტრადიციებსა და მუსიკაზე საერთო კონტექსტში ფიქრისას კი, დიდი ალბათობით, გონებაში მხოლოდ პოლიფონიური ხალხური მელოდია გაიელვებს.
სინამდვილეში მუსიკაში "თანამედროვესა" და "ტრადიციულს" შორის ზღვარი მხოლოდ პირობითია. მათ შორის ბარიერების მოშლით და ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო კონცეფციების შერევით კი უცხო, ინოვაციურ პროდუქტს ვიღებთ.
სწორედ ამ იდეით შეიქმნა ახალი მუსიკალური პლატფორმა GR Music, რომლის მიზანია საქართველოს უნიკალური ისტორიული ადგილების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა ელექტრონული მუსიკის თანხლებით.
GR Music Georgian Rave-ის ახალი პროექტია, რომლის ფარგლებში ქართული ისტორიული ადგილების ფონზე ცოცხალი "სეტები" ეწყობა. საბოლოო პროდუქტი კი მსმენელამდე შთამბეჭდავი ვიდეოების სახით აღწევს. ეს დასაწყისია, სამომავლოდ კი პლატფორმის ფართომასშტაბიან ფესტივალად გარდაქმნა იგეგმება. GR Music კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად ქართველი მუსიკოსების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, ის მხოლოდ ადგილობრივ შემსრულებლებს უთმობს "სცენას".
"სცენა" კი სინამდვილეში დიდ სივრცეებს გადაჰყურებს. პირველი ცოცხალი "სეტი" სამშვილდეში, ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ციხე-ქალაქში მოეწყო, სადაც "მზიან ბუნებასთან შერწყმული, ჰარმონიული ხმების შემოქმედმა" — Toke-მ გასაოცარი ლანდშაფტის ფონზე შეასრულა ელექტრონული კომპოზიციები.
ისტორიული ადგილების ხელახლა აღმოჩენის მეორე სერიაში კი "სეტზე", უფლისციხეში, მიხაილო დადგა. მუსიკოსი მიხეილ თოდუა 2013 წელს 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმრო დაწესებულებაში მიხაილომ სტუდია მოაწყო და 8 ალბომი ჩაწერა. პრეზიდენტისგან შეწყალებაზე არაერთი უარის შემდეგ მან ციხის ადგილობრივ საბჭოს მიმართა. 6-წლიანი სასჯელის შემდეგ, 11 ოქტომბერს საპატიმრო დატოვა. იგი ახლა შინაპატიმრობაშია. უფლისციხეში მუსიკის შესრულებაც მისგან ერთგვარი გზავნილია — მიხაილომ "ერთი ციხიდან მეორე ციხეზე" გადმოინაცვლა და ახლა სრულყოფილი თავისუფლებისთვის იბრძვის.
GR Music-თვის ტექნო-სცენა, ელექტრონული მუსიკა არ დგას ისტორიისა და კულტურის საპირისპირო მხარეს, არამედ პირიქით, თანამედროვე მუსიკა ხშირად ტრადიციულისგანაა ნაკარნახევი. "ძველისა" და "ახლის" ერთ სივრცეში გაერთიანებით ორგანიზატორებს სურთ, ხაზი გაუსვან იმას, რომ ელექტრონული მუსიკა და ისტორიული ძეგლები საერთო კულტურის ელემენტებია.
GR Music მსმენელებს ელექტრონული მუსიკის თანხლებით საქართველოს წარსულსა და აწმყოში, დროსა და სივრცეში მოგზაურობას ჰპირდება. მთავარი გზავნილი კი მიღებულია — "აღმოაჩინე, შეიმეცნე და დაიმახსოვრე. მოუსმინე ჩვენი ისტორიის ექოს ადგილობრივი არტისტების ცოცხალ სეტებში".
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები