თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ანა ბაღს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. მისი თქმით, ანას ბაღთან მიმართებაში მერიას თავისი დამოკიდებულება აქვს და ერთადერთი, რაც იგეგმება, ბაღის სრულ რეაბილიტაციაა.

როგორ კალაძე ამბობს, "ვერავინ გაბედავს", რომ პარკებსა და სკვერებში მშენებლობები დაიწყონ.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს ნამდვილად არ გამოუვათ, არ გამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროცესებზე, არ გვერიდება არც გამოწვევებზე საუბარი... არსებული ტერიტორია, რაც ჰქონდა ანას ბაღს იმას კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზესი სივრცე" — განაცხადა კალაძემ.

ამ წუთებში ანას ბაღის პარტიზანულად გაკეთებულ სკვერს შლიან. ადგილზე მისული არიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და პოლიცია.

22 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობამ, რომელიც რამდენიმე თვეა ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის, აქტივისტებთან ერთად სკვერი პარტიზანულად გააშენეს. მათ ასფალტის საფარი დაამტვრიეს და მცენარეები დარგეს.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს