სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დადასტურებული 3 526 შემთხვევიდან 2 113 შემთხვევა რელიგიურ ჯგუფ სინჩხონჯის უკავშირდება — ეს, დაახლოებით, შემთხვევები 60 პროცენტია.

სამხრეთ კორეის დაავდების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის პრესსპიკერის, კვონ ჯუნ წუკის განცხადებით, შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდები რელიგიური ჯგუფის ერთ-ერთ ფილიალს ქალაქ დეგუში.

კვონის თქმითვე, მათ რელიგიური ჯგუფის რამდენიმე წევრი აღმოაჩინეს, რომლებიც იანვარში უხანში მოგზაურობდნენ.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სინჩხონჯის ყველა წევრი შევამოწმოთ, რომელიც იანვარში ჩინეთში გაემგზავრა", — განაცხადა კვონმა.

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების ბრალდებას უარყოფს რელიგიური ჯგუფის საერთაშორისო მისიის დირექტორი. კიმ შინ ჩანგმა CNN-ს უთხრა, რომ მათი ორგანიზაციის 357 წევრი უხანშია დარეგისტრირებული, თუმცა 2019 წლის ნოემბრის შემდეგ ისინი სამხრეთ კორეაში არ ჩასულან.

ბოლო მონაცემებით კორონავირუსით 86 993 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2 979 გარდაიცვალა. სამხრეთ კორეაში ინფიცირების 3 526 შემთხვევაა დაფიქსირებული, ამათგან 17 ადამიანი გარდაიცვალა.