კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, რომის პაპი ფრანცისკე კვირას, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეებს წინაშე ქადაგებით საჯაროდ არ წარდგება. ვატიკანის ინფორმაციით, პაპის ქადაგება მორწმუნეებისთვის პირდაპირ ეთერში Vatican News-ის საშუალებით გავა.

გამოცემა წერს, რომ პირდაპირი ეთერი გავრცელდება ყველა იმ ტელევიზიის ეთერში, რომელიც ამას მოითხოვს. ვატიკანმა ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო, რათა თავიდან აირიდოს წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეების შეკრება.

ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 3 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 101 400 დაინფიცირდა. ინფექცია 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: