საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა. ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 39-24 დაამარცხეს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს წინ კიდევ ერთი თამაში აქვს ის სატურნირო ცხრილში ქულების რაოდენობით ლიდერობს. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი ტურით ადრე, მეთორმეტედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ტურნირის ბოლო საშინაო მატჩში ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაში 14 მარტს, 16 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.