საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების მონახაზი უკვე შემუშავებული აქვთ. მისი თქმით, ზოგიერთი ოლქის შემთხვევაში 4-5 მუნიციპალიტეტი გაერთიანდება.

კობახიძის ინფორმაციით, მაჟორიტარული ოლქიდან 18 აღმოსავლეთ საქართველოში იქნება, 12 — დასავლეთში.

როგორც კობახიძე ამბობს, თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქი იქნება, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში თითო-თითო ოლქი. ქვეყნის მასშტაბით კი ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • თბილისი — 7
  • სამეგრელო — 3
  • აჭარა — 3
  • გურია — 1
  • რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი — 1
  • იმერეთი — 4
  • შიდა ქართლი — 2
  • კახეთი — 3
  • ქვემო ქართლი — 3
  • სამცხე-ჯავახეთი — 2
  • მცხეთა-მთიანეთი — 1

როგორც კობახიძე განმარტავს, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების აღნიშნული ვერსია საბოლოო არაა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან უნდა შეთანხმდნენ.

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.

გაიგეთ მეტი: