სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დისნეიმ თავისი საკულტო ანიმაციის, პიტერ პენის მიხედვით დაგეგმილი ახალი ფილმისთვის მთავარი როლის შემსრულებლები იპოვა: ევერ ანდერსონი და ალექსანდერ მოლონი.

ალექსნდერ მოლონი, რომელსაც აქამდე ჯერ არცერთ მნიშვნელოვან პროექტში არ მიუღია მონაწილეობა, პიტერ პენის როლს შეასრულებს. ევერ ანდერსონი კი, რომელიც ცნობილი მსახიობის, მილა იოვოვიჩის შვილია, ვენდის როლს მოირგებს.

ფოტო: Chris Brenner

ფოტო: Bronwen Sharp

ჯეიმს მეთიუ ბარის საბავშო კლასიკის, პიტერ პენის ეკრანიზაციებს შორის ყველაზე ცნობილი დისნეის 1953 წელს შექმნილი ანიმაციაა, რომელიც პიტერ პენისა და მისი მეგობრების შესახებ მოგვითხრობს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დისნეი ამ პროექტს თავისი ახალი სტრიმინგ სერვისისითვის Disney+ იღებდა, თუმცა დიდი ალბათობით, მისი პრემიერა ჯერ მაინც კინოთეატრებში შედგება.

ფილმს 2016 წელს გამოსული ასევე ცნობილი საბავშვო კინოსურათის, Pete's Dragon-ის რეჟისორი, დევიდ ლოუერი იღებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დისნეი თავისი საკულტო ანიმაციების მიხედვით ფილმს იღებს: უკვე ვიხილეთ ალადინი, მეფე ლომი, დამბო თუ მულანი. მალე კი პიტერ პენის განახლებული ვერსიის ხილვაც შეგვეძლება.