საარჩევნოი რეფორმის ახალი პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. ამის შესახებ დღეს, 11 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროზე განაცხადა.

"მოგიწეოდებთ ყველას მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებაში", — აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. რაც იმას გულისხმობს, რომ 2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი — 30.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქის გადანაწილების მონახაზი უკვე შემუშავებული აქვთ. მისი თქმით, ზოგიერთი ოლქის შემთხვევაში 4-5 მუნიციპალიტეტი გაერთიანდება. კობახიძის ინფორმაციით, მაჟორიტარული ოლქიდან 18 აღმოსავლეთ საქართველოში იქნება, 12 — დასავლეთში. როგორც კობახიძე ამბობს, თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქი იქნება, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში თითო-თითო ოლქი.