სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სურს, რომ ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმაროს. ამიტომ ამერიკელი დიპლომატები ყოველდღიურად ფეისბუქლაივში თავის საყვარელ მოთხრობებს წაიკითხავენ ინგლისურ ენაზე.

პირველ მოთხრობას 13 მარტს ალთეა ქოლი-მერფრი წაიკითხავს და ეს დოქტორ სიუსის ლორაქსია. ვიდეოების ნახვა სამუშაო დღეებში, 14 საათზე საელჩოს ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.

"ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა", — აცხადებენ საელჩოში.