ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენო ვადების განულებას რუსეთის ყველა 85-მა რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა. მხარდამჭერებს შორის არიან ანექსირებული ყირიმი და სევასტოპოლი.

რეგიონულმა პარლამენტებმა მხარი დაუჭირეს პუტინის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო პაკეტს, რომელიც სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად ვლადიმერ პუტინისთვისა და დიმიტრი მედვედევისთვის საპრეზიდენტო ვადებს განულებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს პუტინს, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, 2024 წელს ისევ პრეზიდენტი გახდეს.

საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებისთვის რეგიონული პარლამენტების ორი მესამედის მხარდაჭერა იყო საჭირო. ცვლილებები უნდა შეამოწმოს საკონსტიტუციო სასამართლომ და პუტინმა ხელი მოაწეროს. ამის შემდეგ პროექტი რეფერენდუმზე გავა და მხარდაჭერის შემთხვევაში ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა.