დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 16 მარტიდან, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს საკვებს სახლში გაატანენ, განსაკუთრებული მქონე პირებს კი სპეციალური ჯგუფი თავად მიუტანს საკვებს სახლში.

"რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკებისგან... განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი", — თქვა კახა კალაძემ.

იმ ადამიანებს, ვისაც სურს, რომ საკვები სახლში მიიღოს მერიის ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდეს. კალაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება სასადილოების ყოველდღიური დეზინფექცია და სტერილიზება. ასევე, სასადილოს მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური დამცავი აღჭურვილობით, სასადილო სივრცეში მყოფი ადამიანი კი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა, რომელსაც ადგილზე მყოფი ჯგუფი უზრუნველყოფს.

კალაძემ აღნიშნა, რომ სასადილოებთან მობილიზებული იქნებიან მერიის თანამშრომლები, რომლებიც დაარეგულირებენ რიგებს და დეზინფექციის პროცედურებს. ბრიფინგზე მერმა აღნიშნა, რომ ამ საქმისთვის მერიას მოხალისეები სჭირდება.

თბილისის მერიის ცხელი ხაზი: 2 72 22 22.

პანდემია და რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული: პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 თებერვალს დაადასტურა, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 შემთხვევა დადასტურდა, 9 მარტს კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა, 10 მარტს კი კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 1 შემთხვევა კი — 11 მარტს, 25-ე შემთხვევა 12 მარტს დადასტურდა.

ასევე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: