ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, კორონავირუსი ფსიქოზია და სხვა არაფერი. მისივე თქმით, თავადაც ბევრი ფსიქოზი გადაუტანია.

ლუკაშენკოს თქმით, ამ "ფსიქოზმა" ბელარუსის ჯანდაცვის სისტემის "შერყევას" ხელი შეუწყო.

"მე ამ კორონავირუსს სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ფსიქოზს და სულ ასე იქნება. თქვენთან ერთად მეც ბევრი ფსიქოზი გადავიტანე და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არსად მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ პანიკით უფრო დავიტანჯებით, ვიდრე თვითონ ამ ვირუსით", — განაცხადა ლუკაშენკომ.

ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე: