სავალუტო აუქციონზე $40 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2,4 თეთრით გამყარდა. 20 მარტიდან 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,15 ლარი იქნება. ახალი კურსით ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთანაც და უკვე ხვალიდან ერთი ევროს ფასი 3,41 ლარი იქნება. დოლარის და ევროს გარდა ლარი 45 ვალუტასთანაც გამყარდა.

მარტში ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. დღეს, 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა $40 მილიონი გაყიდა.