წერეთელი: მაშინ, როცა ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია, TV პირველის ანგარიშებს ისევ ინკასო დაადეს
ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, ტელევიზიის ანგარიშებს ისევ ინკასო დაადეს. მისი თქმით, ამას ვერ წარმოიდგენდა მაშინ, როცა მთელი ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს, ჟურნალისტები და ოპერატორები კი საკუთარ ჯანმრთელობას სასწორზე დებენ.
"ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია! გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ!!!" — წერს წერეთელი.
ტელეკომპანია პირველის წამყვანმა, დიანა ტრაპაიძემ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ირაკლი ჩიქოვანს ჰკითხა, აქვთ თუ არა რაიმე გეგმა, რომ ამ პერიოდში არ გატარდეს მსგავსი ტიპის მკაცრი პოლიტიკა და დავალიანების დროულად ვერგადახდისას ავტომატურად არ დაედოს ანგარიშებს ინკასო, რაზეც ჩიქოვანმა უპასუხა, რომ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ კომუნიკაციის პირობებში ყველანაირი წინააღმდეგობის გადალახვა შეიძლება.
"რეალობა არის ის, რომ ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს გარკვეული სირთულეების გავლა. ყველას ერთად, როგორც ინდივიდუალურ საქართველოს მოქალაქეს, ისე იმ ბიზნესებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. რა თქმა უნდა, ტელემედია საშუალებებსაც მოუწევთ სირთულეები და ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევის სიმძიმე იყოს შემცირებული", — განცხადა ჩიქოვანმა.
2019 წლის 15 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს და ერთ-ერთ რეგიონულ მაუწყებელს ინკასო დაადო და ამით ტელევიზიებს ფინანსური ოპერაციები შეეზღუდა. TV პირველისა და კავკასიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობად მიიჩნევდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ იმ ფონზე, როცა ტელეკომპანია იმედსა და რუსთავი 2-ს გაცილებით უფრო მაღალი საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ, სამინისტრო მათ 10-წლიან რესტრუქტურიზაციას სთავაზობდა, მათ კი გადახდას.
კრიტიკის პასუხად ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ მისი წინამორბედების დროს მიდგომა უსამართლო იყო და არ უნდა მიეცათ ამ არხებისთვის ამხელა ვალის დაგროვების უფლება, თუმცა ძველი უსამართლობით ახალი ვალის დაგროვება ვერ გამართლდებოდა.
2020 წლის 22 იანვარს ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ საგადასახადო დავალიანება გადაიხადეს და მათ ანგარიშებს ინკასო მოეხსნა და მან მინისტრი გამოიწვია, რომ იგივე პრინციპულობით მოეთხოვა ვალის დაფარვა სხვებისთვისაც.
20 თებერვალს კი ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიებს, რომლებსაც ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანება აქვთ, მათ მიერვე წარმოდგენილი 5-წლიანი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფდნენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები